საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ, წერილში, რომელიც ჰაიკე ფაიჩის გაეგზავნა, შევარდნაძეები გულისტკივილს გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ადგილი ვერ გამოინახა. "პალიტრანიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:„გვინდა ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში, გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე, ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი. როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალიური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი,მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის.თქვენო აღმატებულებავ, ახლა კი, გვსურს, თავს მივცეთ უფლება შეგახსენოთ რამოდენიმე ისტორიული , ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტი:- 1985 წლის ივლისი. უშიშროებისა და თანამშრომლობის დასკვნითი დოკუმენტის, „ჰელსინკის აქტის“ ხელმოწერით მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა (ჰანს-დიტრიხ გენშერის და შევარდნაძის პირველი შეხვედრა).- 1986 წლის 21 ივლისი, მოსკოვი - ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტი მოსკოვში.- 1988 წლის იანვარი - სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.- 1988 წლის 12-15 ივნისი - მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში.- 1989 წლის 2-3 დეკემბერი, კუნძული მალტა - ჯორჯ ბუშის ინიციატივით გორბაჩოვი და ბუშის შეხვედრა; შეხვედრის მთავარი თემა - გერმანიის გაერთიანება.- 1989 წლის 12 ივნისს მიხეილ გორბაჩოვის და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ედუარდ შევარდნაძემ ბატონ გენშერთან საუბრისას განაცხადა: „ალბათ ძალიან მალე დიდი საუბარი გვექნება კონტინენტის მომავლის შესახებ“ და “როდესაც საამისოდ დრო მომწიფდება ბერლინის კედელიც დაინგრევა”.