საქართველოს საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. "საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ საქართველოს საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ", - განაცხადა ქარჩავამ.მისივე თქმით, საპატრიარქოს იურისტის უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს.„ჩემს მოვალეობას, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ვაგრძელებ“, - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.