რუსეთის დუმის ფრაქცია „ედინაია რასია“ აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანაზე აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველოში, კვლავინდებურად, რუსოფობიული განწყობებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. ნევეროვის აზრით, აკრძალვის ზომები საჭიროა იმასთან დაკავშირებით, რომ იმ არამეგობრულ ქმედებებს რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ხდება, მიეცეს ადეკვატური შეფასება.