ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა დალასში ფეხის ოპერაცია გაიკეთა.
როგორც "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ქირურგიულ ჩარევას "რეალის" სამედიცინო ჯგუფიც დასწრო. აზარი ამჟამად ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და "რეალის" პრესსამსახურის ცნობით, სარეაბილიტაციო ვადები მალე გახდება ცნობილი.