ბრიტანელმა მომღერალმა ედ შირანმა სიმღერაზე Blow კლიპი გადაიღო. ახალი ნამუშევარი კრის სტეპლტონსა და ბრუნო მარსთან კოლაბორაციაა. ვიდეო ჯონი დეპის ყოფილ ღამის კლუბში The Viper Room-შია გადაღებული. უჩვეულო კი ისაა, რომ მასში თავად შემსრულებლები არ მონაწილეობენ. მათ ჩერიშ უოტერსი, ჯორდან კელი დებარჯი და შაიენ ჰეინსი განასახიერებენ.