პირამიდების ფონზე გაჟღერებული ცნობილი კომპოზიციები და პოპულარული „რედ ჰოთ ჩილი პეპერსი“. როკ ჯგუფის კონცერტს ეგვიპტის დედაქალაქში ასი ათასი ადამიანი დაესწრო. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ლეგენდარული მუსიკოსების მოსასმენად ქაიროს 67 - ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა, საყურადღებოა, რომ ეგიპტის პირამიდების ფონზე კონცერტი ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმაც ჩაატარა. 2015 წლის ივნისში სუხიშვილების გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა.