ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკის პროგნოზით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს მინუს 5.5%-მდე შემცირდება, ვინაიდან გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მოგზაურობა და ტურიზმი დააზარალა, რაც, იბიარდის შეფასებით, ეკონომიკაზე უკიდურესად უაროფითად აისახება. თუმცა, ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წლისთვის 5.5%-მდე გაიზრდება.
"ეკონომიკური გაუმჯობესება დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყნის შიგნით დაწესებული ზომების თანდათან შემსუბუქებაზე", - აღნიშნულია ბანკის მოხსენებაში, რომელიც რეგიონალურ ეკონომიკური პერსპექტივებს ეხება.