"მწვანე ალტერნატივის" ინფორმაციით, ევრობანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმადაც, იბიარდმა დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები, როცა მიიღო გადაწყვეტილება დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე. პისიემის დასკვნა ადასტურებს, რომ არ იყოს შესწავლილი ასევე მდინარე თერგში წყლის ხარჯის უახლესი მონაცემები. შესაბამისად, ბანკის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მოძველებულ მონაცემებს.