ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მისი ბენეფიციარი ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაზეც კორონავირუსმა ნეგატიური გავლენა მაოხდინა, სპეციალური დაფინანსების პაკეტს გამოყოფს, 1 მილიარდი ევროს ოდენობით. ამ დაფინანსების ბენეფიციარები როგორც სახელმწიფოები, ასევე კერძო სექტორი იქნებიან. EBRD-ის მიერ დაგეგმილი ნაბიჯები მათ შორის არსებული სესხების რესტრუქტურიზაციას, მათი ვადიანობის გახანგრძლივეას და ასევე სხვა პირობების შეცვლასაც ითვალისწინებს. მათ შორისაა სესხების ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაცია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ეკონომისტების შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, ეკონომიკურ აქტივობას შეანელებს.