ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებულ პირველ ევრობონდს გამოუშვებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, საერთაშორისო დეპოზიტარმა Clearstream-მა ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარი უცხოელ ინვესტორებს გაუხსნა. 120 მილიონი ლარის ევრობონდი ემისიის შემდეგ სწორედ Clearstream-ში განთავსდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ქართული ლარით გაცემულ პირველ სესხს ხელი 2010 წლის მარტში მოეწერა.