საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს მთავრობის წევრებთან. იბიარდის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. ამ ეტაპზე იბიარდის დაფინანსება საქართველში შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ 900 მილიონ ევროს. საიდანაც 80 პროცენტით კერძო სექტორი ფინანსდება. გასულ წელს ბანკმა საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.