ებრაელებსა და არაბებს შორის შეტაკებები გრძელდება, სამართალდამცავებმა დღეს დილით ათობით ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მუსმუსში, ხაიფას მახლობლად, პოლიციამ 11 პირი დააკავა, რომლებიც ქვებს ისროდნენ, საბურავებს წვავდნენ და შუქნიშნებს აზიანებდნენ. სამი ადამიანი დააკავეს თელ-ავივში, რომლებსაც, არეულობის გამოწვევის მიზნით, ცივი იარაღები ჰქონდათ. ამასთან, პოლიციის განცხადებით, 13 ადამიანი დააკავეს ქალაქ ბეერ-შევაში.
დაკავებულები სხვადასხვა სახის ხელნაკეთი იარაღით იყვნენ შეიარაღებული.