ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. სახალხო დამცველთან საუბრისას მაღაროელებმა საკუთარ მოთხოვნებსა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, არის საკითხები რასაც სახალხო დამცველი მიაქცევს ყურადღებას მათ შორის არის შრომითი პირობები და სამუშაო საათებისა და რეჟიმის სამართლიანობა. მისივე თქმით, ომბუცმენის შესწავლის საკითხი კვებითი უზრუნველყოფაც იქნება. ამასთან, ლომჯარია ეკოლოგიური თვალსაზრისით მძიმე ვითარებაზეც საუბრობს, და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზეც ექნებათ შესაბამისი რეაგირება.