ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაიკითხებიან. როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაადასტურებენ, რომ ბარგის ამოღება და დალუქვა მათი თანდასწრებით და ყველანაირი კანონის დაცვით მოხდა. მისივე თქმით, ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იყო დაცვის მხარის მიერ მოგონილი დეზინფორმაცია.