ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, პროკურატურა ადვოკატების დაშინებას ცდილობს. როგორც ხატიაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატების პროკურატურაში დაბარება და მცდელობა, მათ იძულებით მიაცემინონ ჩვენება, იმას ემსახურება, რომ ადვოკატმა კანონი დაარღვიოს. ხატიაშვილის თქმით, პროკურატურა კიდევ უფრო გავიდა სამართლებრივი სივრციდან და ცდილობს დაარღვიოს ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურობა.