ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი 26 ივნისს განახლდება. წინა სხდომაზე კი საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე დაიკითხა. ადვოკატების ინფორმაციით, ირაკლი მამალაძემ დეკანოზისადმი წარდგენილი ბრალი არ დაადასტურა და მისი ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი იყო. ასევე, მისი ჩვენება ეფუძნებოდა მხოლოდ ვარაუდებს. საპირისპიროს აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელაძე. "მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ციანიდი სჭირდებოდა გერმანიაში გასამგზავრებლად, რათა იქ ჩაედინა ადამიანის მკვლელობა. ირაკლი მამალაძემ განმარტა, რომ გიორგი მამალაძეს ჰქონდა ზიზღი შორენა თეთრუაშვილის მიმართ, მას აღიქვამდა კარიერული წინსვლისა და მატერიალური კეთილდღეობის დამაბრკოლებლად და ამბობდა, რომ დასაბრედია. ირაკლი მამალაძემ მისცა სწორედ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდა მიცემული და ცალსახად თქვა, რომ გიორგი მამალაძეს სურდა ადამიანის მკვლელობა და განმარტა, რომ სურდა, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაც", - განაცხადა პროკურორმა.