ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველი პროკურატურისგან გარკვეულ მასალებს ელოდება. როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას უკვე მიმართა. თუმცა, ამ დრომდე პასუხები არ მიუღია, რაც დაგვიანებულია. როგორც მან განმარტა, საუბარია გარკვეულ მასალებზე და ასევე იმ შეკითხვებზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო ორგანოს მიმართ ამ საქმეზე აქვს.რაც შეეხება გაუთქმელობის პირობის გაუქმების შესახებ ადვოკატების მოთხოვნას, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ამ პირობის არსებობა არღვევს თანასწორუფლებიანობის პრინციპს.