ე.წ ციანიდის საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვა წარმოთქვამენ. დავის საგანია ის ნორმები, რომლითაც დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებას აკისრებს.დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ გაუთქმელობის ვალდებულებით მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ, რის გამოც ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ. დეკანოზის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, რადგან დადებითი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სტრასბურგის სასამართლოსთვის, ასევე შიდა გადასინჯვისთვის.დასკვნითი სიტყვის მოსმენის საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად სამსჯელოდ გავა.