ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დისშვილი ქეთევან შიოლაშვილი დაიკითხებიან. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, მეუფე დიმიტრი და პატრიარქის დისშვილი გერმანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხებიან, ვინაიდან ისინი გერმანიაში პატრიარქთან ერთად იმყოფებოდნენ."ვინაიდან მკვლელობა იგეგმებოდა გერმანიაში, აქედან გამომდინარე მეუფე დიმიტრი და ქეთევან შიოლაშვილი ისაუბრებენ, თუ სად იმყოფებოდა შორენა თეთრუაშვილი, რამდენად მიუწვდებოდა ბრალდებულს მასთან ხელი. ასევე ისინი ისაუბრებენ ბრალდებულის პიროვნებაზე", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.