ე. წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს, 12.00 საათზე გამოცხადდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, სწორედ დღევანდელ პროცესზე გამოჩნდება, თუ რამდენად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია სასამართლო. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააუქმებს. თუ სასამართლო ბრალდებულს კვლავ პატიმრობაში დატოვებს, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. შემდგომ კი საქმის შესასწავლად ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.