ე.წ. ციანიდის საქმეზე 1-ელ სექტემბერს დასკვნითი სხდომა გაიმართება. სხდომაზე თავად ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძეც საბოლოო სიტყვით მიმართავს სასამართლოს, რის შემდეგაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსატანად გავა. დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვა უკვე მზად აქვს და მასში ყველა იმ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელიც მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობას ამტკიცებს.