ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ დარღვევისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს გენადი ბესტაევს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება.მათი ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცი, გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი გასულ კვირას ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას მახლობლად ე.წ. მესაზღვრეებმა მეოთხედ დააკავეს. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ბესტაევი ანალოგიური „სამართალდარღვევისთვის“ 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერშიც დააკავეს.