ე.წ. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" მულტიდისციპლინური სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 700-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.
„იანვრის დასაწყისიდან ვაქცინაცია 92 პირს ჩაუტარდა. მათ შორის 70 სპუტნიკ ლაითით აიცრა, 22 კი სპუტნიკ ვეთი“, - განაცხადა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მულტიდისციპლინური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა თამარა სანაკოევამ.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 472 შეადგინა.
ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.