ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტი" - რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტია - Palitra News

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტი" - რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტია

2019-08-30 16:01:22+04:00

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიერ "რესპუბლიკის" ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა შეუნიღბავი აგრესიის ფაქტადაა შეფასებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "პროვოკაციები, რომლებიც არღვევენ სამხრთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა შესაძლო, მათ შორის ძალისმიერი საშუალებებით იქნება აღკვეთილი".

"აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს მის პროვოკაციულ საქმიანობაში, უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ძირის გამოთხრაში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ე.წ. პარლამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.