04:20
30 ნოემბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ე.წ. Pandora Papers-ის დოკმენტებში ნახსენები ლიდერები ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
05-10-2021

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. Pandora Papers-ის დოკმენტებში ნახსენები ლიდერები ოფშორებში დამალული აქტივების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო წრეს ოფშორებში დამალული აქტივები აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ დროისათვის უცნობია რა არის ეს ინფორმაცია და რას შეეხება ის. ვლადიმერ პუტინსა და მის ახლო წრეს გადამალული ქონება არ აქვთ“ - განაცხადა მან.
ოფშორებში დამალული აქტივების ფლობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბაშიც, რომლის მიხედვითაც ის საიდუმლოდ 16 მილიონ დოლარს ფლობს. ე.წ. Pandora Papers-ში ნახსენებია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. დოკუმენტების მიხედვით ის და მისი ოჯახი საიდუმლოდ 500 მილიონ აშშ დოლარის ქონებას ფლობენ. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს.

საერთო ჯამში, Pandora Papers-ის გაჟონილ დოკუმენტებში საუბარია 90-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის 300-ზე მეტ პოლიტიკოსსა საჯარო მოხელეზე. ის მოიცავს 11.9 მილიონზე მეტ კონფიდენციალური ფაილს.

AutoPlay
შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად კვლავ მაგდალენა ანდერსონი დაამტკიცა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ადვოკატების შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება და ამ ფორმით წარმოდგენა ქართული ისტორიის სირცხვილია
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე ფიზიკური დასწრება იმისთვის უნდოდა, რომ გარკვეული სცენარი დაედგა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტთან დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი - ჯანმო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარებაში ჩართვის სურვილი გამოთქვა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
დასავლეთი აცნობიერებს, რომ თუ რუსეთის საზღვარზე კონფლიქტს წამოიწყებს, მინსკი განზე არ დადგება - ალექსანდრე ლუკაშენკო
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები