"ვროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია "მოდულის შენობაში" 26 აგვისტოს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაკითხვაზეა დაბარებული. ბოკერია ამ საქმის გააქტიურებას წინაასარჩევნო პერიოდს უკავშირებს.
"დამირეკეს და მთხოვეს მისვლა. დაკითხვა ეხება 2015 წელს დაწყებულ ე.წ. გადატრიალების საქმეს. რეალურ საფრთხეებთან ბრძოლის ნაცვლად ამ სისულელეებზე უწევთ დაკავება. მე არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ფაქტია, რომ ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს დემონსტრირება, რომ თითქოს რეჟიმის მტრებს ებრძვიან", - განაცხადა ბოკერიამ.