გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვონ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები ეხმიანებიან. ნაციონალური მოძრაობის წევრ, ნინო კალანდაძის განმარტებით, წლების განმავლობაში პარტია არაერთ ადამიანს დაუტოვებია, თუმცა მისივე განმარტებით, აღნიშნუული ფაქტი პარტიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისივე თანამოაზრე ზურაბ მელიქიშვილი კი აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტია რჩება იგივე ღირებულებების ერთგული.