ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ყოფილ შენობაში წუხელ 21 სახანძრო ბრიგადა და 100 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. ისტორიული შენობის სახურავს ცეცხლი დაახლოებით 500 კვადრატული მეტრის ფართობზე ეკიდა. ცეცხლის ლიკვიდაციას დაახლოებით სამი საათი დასჭირდა. შემტხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. იყო ცეცხლის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლებზე გადადების საშიშროება, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება დროულად შეძლეს.