ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ ჭვრინისში მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს - Palitra News

ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ ჭვრინისში მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს

2018-06-30 20:40:12+04:00

ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მე-12 კლასელი ბავშვი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზი".