შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხესთან თანამოაზრეები და მხარდამჭერები დახვდნენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებოდნენ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ისე "ევროპული საქართველოს" წევრები. მათი შეფასებით, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი თავისუფლება არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის კარგი.
რაც შეეხება მის ციხეში შესაძლო დაბრუნებას, როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ აღნშნა, მერაბიშვილს რაც არ უნდა შეუფარდონ იმ საქმეებიდან, რაც ამ დროისთვის მის წინააღმდეგ წარმოებს, მას ეს სასჯელიც მოხდილი ექნება.