ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა დასრულდა. ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მერაბიშვილს 2 საათნახევრის განმავლობაში კითხავდნენ, აცხადებს, რომ აღნიშნული გამოკითხვა ფორმალური ოყო. როგორც ჩივიაშვილი აღნიშნავს, გამომძიებლებს მერაბიშვილისთვის იმჟამინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარშემო არცერთი კითხვა არ დაუსვმათ.
გამომძიებლის, თამუნა ვახანიას განცხადებით, მერაბიშვილმა მისი საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტში მონაწილე პირების ზოგადი აღწერა განახორციელა.
ცნობისთვის, ე.წ. მატროსოვის ციხეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წელს მისი ციხის საკნიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხეს.