ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკამყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ. ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ავთენტურობის დადგენას მოითხოვენ. უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა.