მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად შიდა ქართლში საერთო ჯამში 10-ზე მეტი პირია დაკავებული. მათ ბრალად ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედებათ. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე ადამიანი გორში, სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთის პარალელურად, გამთენიისას აიყვანეს. სპეცოპერაციის ერთი ნაწილი გორში უკვე დასრულებულია. ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებულს ქურდულ სამყაროსთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, ცხოვრობს ბერებთან და არავითარი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. შსს-ს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.