ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება - შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა. პროქტის თანახმად, დასჯადი ხდება დავის უკანონო განხილვა რასაც თან ახლავს ძალადობა. ქუჩური გარჩევა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ის, ვინც აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენს, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განაცხადა და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.