პარლამენტში შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის მიერ წარდგენილ ახალ კანონპროექტზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც "სისხლის სამართლის კოდექსით" დასჯადი ხდება ე.წ ქუჩური გარჩევა. როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, სასჯელის მინიმალური ზღვარი ჯარიმაა, ხოლო მაქსიმალური ზომა ორწლიანი პატიმრობა.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატანმა ცვლილებამ პარლამენტის წევრებში კამათი გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ კანონი ბუნდოვანია.