ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მთავარი მოწმის კობა გოგატიშვილის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას შვილი მას "შუბლის გახვრეტით" დაემუქრა. როგორც მოწმემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფირცხალავს მეუღლე და შვილი მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა ჩვენება შეეცვალა. გოგატიშვილის ინფორმაციით, ნინო ხვიტია ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას 30 ათას დოლარს, საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ უზრუნველ ცხოვრებას პირდებოდა.