ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა - ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ბრალდებულების ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებთ, ბრალდებულებმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც დაცვის მხარეს შესაძლებლობა მიეცა სახალხო დამცველის ის წარმომადგენლები დაეკითხა, რომლებიც ადასტურებენ, რომ 7 სპეცრაზმელი ერთ საკანში იყო მოთავსებული. ველიჯანაშვილის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ჩვენებებში დაადასტურეს, რომ აღნიშნული სპეცრაზმელები ერთ საკანში იმყოფებოდნენ.ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა 23 იანვარს ისინი ასევე აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.
იხილეთ: ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე - რატომ შიმშილობენ ბრალდებულები?