პრერმიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხაებით, კომენდანტის საათთან დაკავშირებით მას ბევრი ჩივილი ესმის ამიტომაც საკოორდინაციო საბჭო საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას გეგმავს. პრემიეირ ამბობს რომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით მიიღებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვეყანაში.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს მთავრობის მეთაური ამბობს რომ ვაქცინების თაობაზე საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებული მოლაპარაკებები იწარმოება, უფრო კონკრეტულად საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით.