ე.წ. ქობულეთის კლასტერს ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 შემთხვევა უკავშირდება. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, კოვიდ19-ის ინფექციის მქონე პირებთან კონტაქტების რიცხვი 370-მდეა გაზრდილი.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, საგანგებო რეჟიმი შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. ქობულეთში ორი ძირითადი პოსტია სოფელ გვარასა და ლეღვარში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ძალები მორიგეობენ.
ადგილზე ასევე იმყოფებიან ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მოქალქეებს კონსულტაციასა და დახმარებას უწევენ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გუშინ 5-ით გაიზარდა, საერთო ჯამში კი ქობულეთში 25 ინფიცირებული ფიქსირდება.