ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა პროკურატურისგან სხდომის გახსნასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება.
როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს ორი დღის წინ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო პროცესების გასაჯაროებაზე შუამდგოლობით მიმართა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.