სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ "კატალიზატორებს", რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.