საქართველოს პარლამემტის წინ სამოქალაქო აქტივისტები,პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქციას მართავენ. აქციაზე, რონელიც მოძრაობა " სირცხვილიას"მიერ არის ორგანიზებული იმყოფება ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე. აქციაზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ მელაშვილი და ილიჩოვას დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული და ისინი კარტოგრაფების დაკავების საეში რუსულ კვალს ხედავენ.