ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს. როგორც „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური იუწყება, კრიმინალური ავტორიტეტი შესაძლოა, ესპანეთში იყოს დეპორტირებული, სადაც ის საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, ის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს 40 დღით, რის შემდეგაც მისი რუსეთიდან დეპორტირება უნდა მოხდეს.