ქობულეთში, სასტუმრო "არმაზის" ერთ-ერთი მფლობელის ზაზა ართმელაძის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი დღეს, დაახლოებით, 11:00 საათზე იპოვეს. როგორც პალიტრანიუსს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქობულეთის რაიონული სამსახურის უფროსმა მანონი ბასილაძემ განუცხადა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა ადგილზე, სადაც გარდაცვლილი მამაკაცი დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.