ე.წ ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - გრიპის სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 პაციენტი მკურნალობს - Palitra News

ე.წ ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - გრიპის სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 19 პაციენტი მკურნალობს

2019-01-26 13:10:32+04:00

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.

ბოლო მონაცემებით, სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი.