ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.
ბოლო მონაცემებით, სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 4 ადამიანი.