"ვფლობთ 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას - H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე. თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი წუხელ გარდაიცვალა. იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. 22 წლის გოგო ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.