ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა H1N1 ვირუსის გამო, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დახურვის შესახებ გამოაცხადა, ასევე აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ დღეიდან ე.წ. საზღვარზე ასევე გადაადგილება შეზღუდა. "სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა" - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.