ე.წ. გერმანულ მოდელზე სასაუბროდ ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით იგეგმება. ამავდროულად, კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან გერმანული მოდელის შეუთავსებლობიდან გამომდინარე ყველაფერი ნათელია და მხოლოდ დამატებითი ახსნაა საჭირო.
"ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, შეხვედრა და საუბარი შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას შეეხება. მისივე თქმით, საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ პირობაზე, რომელიც მმართველმა გუნდმა გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისხლის შემდეგ დადო.