თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფოტოგრაფების საქმის განხილვა გრძელდება. დღეს პროკურატურის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან. ნათია გედენიზე საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, რომ მასზე 2011 წელს ფსოქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.დაზარალებულიკონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის სახელს დავით დევნოზაშვილს ასახელებს და ამბობს, რომ სწორედ დევნოზაშვილი აშანტაჟებდა მისი პიკანტური სურათით, და ემუქრებოდა, რომ ამ სურათს ის მის შვილის სკოლაში გააავრცელებდა. ნათია გედენიძის განცხადებით, სწორედ ამ შანტაჟის შემდეგ მან გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდება აღიარა, რომელიც 26 მაისის აქციის დარბევის კადრებს უკავშირდებოდა.